საზოგადოება
17.06.2021 15:41
გორში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში ცვლილებების შეტანის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გორში, ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში ცვლილებების შეტანის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა დეტალურად განიხილეს დოკუმენტი და ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.
ღონისძიებას მასპინძლობა სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გაუწიეს. მათი თქმით. უახლოეს მომავალში, ასევე დაგეგმილია დამატებით სამუშაო შეხვედრა ახალგაზრდული პოლიტიკით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლის შემდეგაც ჩაინიშნება დასკვნითი, საკოორდინაციო (ახალგაზრდები, არასამთავრობო სექტორი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები) შეხვედრა. სადაც წარდგენილი იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსია, რომელსაც დამტკიცების მიზნით, შემდგომში საკრებულო განიხილავს.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც გორის მერიამ ურთიერთთანამშრომლობის შედეგად 2018 წელს მიიღო, ცვლილებების შეტანის საჭიროება გასული წელს ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგა.
კვირის ამბები