საზოგადოება
17.06.2021 11:27
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ სამედიცინო პირბადის ტარება იქნება დასაშვები

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, გასული წლის მსგავსად, ყველა აპლიკანტისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, 2020-ისგან განსხვავებით, წელს მხოლოდ სამედიცინო პირბადის გამოყენება იქნება ნებადართული, - აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

სოფიო გორგოძის ინფორმაციით, პირბადის გამოყენება სავალდებულოა როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე, სხვა გამოსაცდელი პირებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის.

„წელს კვლავ პანდემიის პირობებში ვართ და კვლავ მოგვიწევს ყველა რეგულაციის დაცვა, რაც შარშან იყო. იქნება ეს დისტანცირება, დეზინფექცია, თუ პირბადის ტარება. ეპიდემიოლოგებისგან მივიღეთ განახლებული რეკომენდაციები, რომელიც პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებას შეიცავს, კერძოდ, ამ ეტაპზე მოთხოვნილია სამედიცინო პირბადე, რომელიც უნდა ეკეთოთ აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელ პირებს როგორც რეგისტრაციის, ასევე სამუშაოს შესრულების პროცესში“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალური კოვიდ რეგულაციები აბიტურიენტებსშემდეგ მოთხოვნებს უყენებს:

საგამოცდო ცენტრში ვალდებული ხართ გეკეთოთ ნიღაბი:

ა) სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;

ბ) საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;

გ) სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;

დ) საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას.

ე) 37 გრადუსზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად PCR – ტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა).

კვირის ამბები