შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებებს გაეცნო
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სოციალურად დაუცველი ოჯახების საჭიროებებს გაეცნო. ვალერიან მჭედლიძემ გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა და სასურსათო პაკეტები გადასცა.
როგორც მხარის რწმუნებულმა აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პარალელურად, მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა ისეთი მოქალაქეების წინაშე, ვინც ეკონომიკურ ხელშეწყობას საჭიროებს.
,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების სოციალური პროგრამების გარდა, მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა. ამ მიზნით, სამხარეო ადმინისტრაცია აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან, განსაკუთრებით კი, პანდემიის პერიოდში“, - აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.