საზოგადოება
17.06.2021 10:30
უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება ვაქცინების ფართო ასორტიმენტი, რის საფუძველზეც იგეგმება მასობრივი ვაქცინაცია - ჯანდაცვის მინისტრი

მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია გამახვილებული იყოს ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადების კონტროლის ცენტრიდან, ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ვაქცინების ფართო ასორტიმენტის შემოტანის შემდეგ იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყებაც.

,,ეპიდვითარება საქართველოში საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების მობილიზაცია გამახვილებული იყოს, ყველა ღონისძიების დაცვაზე, რომელიც მოწოდებულია დაავადების კონტროლის ცენტრიდან. აუცილებელია, სოციალური დისტანცია და რა თქმა უნდა - პირბადე. ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. უახლოეს მომავალში ჩვენ ვაქცინების ძალიან ფართო ასორტიმენტი გვექნება, რის საფუძველზეც უკვე იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება. საუბარია ,,მოდერნაზე”, ,,ჯონსონ ჯონსონსა” და „ნოვოვაქსზე“, აქედან გამომდინარე, მოქალაქეებს საკმაოდ ფართო არჩევანის საშუალება ექნებათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კვირის ამბები