ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გორში გამწვანებითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში ამბობენ, სკვერებისა და გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად, სხვადასხვა სახის სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
„რაც შეეხება კონკრეტული სამუშაოების ჩამონათვალს, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ბალახის თიბვა, ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, მორწყვა, შეწამვლა, კირით შეთეთრება და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ მწვანე სივრცეების მოწესრიგებასთან ერთად, ბარნოვის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე არსებულ სკვერში ახალი სკამებიც დაიდგა, “ - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.