საზოგადოება
16.06.2021 12:34
ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მინისტრი გამოჯანმრთელების შემდეგ, დღეს, ქუთაისში გაემგზავრება და შეხვედრას გამართავს.
შეგახსენებთ, ტიკარაძეს კორონავირუსი 1-ელ ივნისს დაუდასტურდა.ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ორი კვირის მანძილზე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებდა.
კვირის ამბები