საზოგადოება
16.06.2021 11:03
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 811 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 179-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 672 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 775-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 096 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 470 შემთხვევა, აჭარა - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 53, შიდა ქართლი - 39, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 24, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 282, საიდანაც 2 935 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 672 პირი.

კვირის ამბები