საზოგადოება
15.06.2021 14:38
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამიც იწყებს გავრცელებას.

როგორც იმნაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოში ამ დროისთვის ე.წ. ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

„სამწუხაროდ, მთელ ევროპაში ძალიან იმატებს „დელტა“ (ინდური შტამი) შტამის გავრცელების მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ჩვენთანაც იმატებს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს ძირითადად ჩვენი მოქალაქეები არიან, რომლებიც ბრუნდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეისთვის 18 დადასტურებული შემთხვევაა, ეს ნიშნავს, რომ „ინდური შტამიც“ იწყებს საქართველოში გავრცელებას“, - აღნიშნა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

კვირის ამბები