კონფლიქტები
15.06.2021 14:13
ბედნიერი ვარ, რომ 12 წლის წინ, ევროკავშირის მხრიდან ვმონაწილეობდი ამ მექანიზმის შექმნაში - ეუთოს გენერალური მდივანი

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მიმდინარე შეხვედრა გაეროს გენერალურმა მდივანმა ჰელგა შმიდტმა ცოტა ხნის წინ დატოვა.

„ახლახანს გვქონდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით მე-100 შეხვედრის გახსნა, ბედნიერი ვიყავი, მივსალმებოდი მონაწილეებს ეუთოს სახელით. ძალიან კარგად მახსოვს პირველი შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 12 წლის წინ ჩატარდა, მაშინ ევროკავშირის მხრიდან გახლდით და მიხარია, რომ ვმონაწილეობდი ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის შექმნაში. მე აღარ ვმუშაობ ევროკავშირში, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი კოლეგა არის აქ წარმოდგენილი ევროკავშირიდან, რადან მას შედეგ ევროკავშირი და ეუთო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და ინციდენტების და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრა გახდა შეუცვლელი ფორმატი დაძაბულობის დასაწევად და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის.

ეუთო არის მსოფლიოში ყველაზე დიდი უსაფრთხოების რეგიონული ორგანიზაცია და ჩვენ ვმუშაობთ ხალხის კეთილდღეობისთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც აქვთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ეს არის ყოველდღიური საკითხები და საკითხები, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას.

ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრები არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის.

მე ძალიან კარგად ვიცი არსებული საკითხების შესახებ, მაგალითად, ზაზა გახელაძის თემა, რომელზეც დღევანდელ შეხვედრაზე იქნება საუბარი", - აღნიშნა ჰელგა შმიდტმა. 

ეუთოს გენერალურ მდივანთან ერთად ერგნეთში მიმდინარე შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც.
კვირის ამბები