15.06.2021 13:18
სტაფილო ცისარტყელას ფერებით - ფრანგმა სელექციონერებმა ბოსტნეულის ფერადი და ადვილადმოსავლელი ჯიშები გამოიყვანეს
მცენარის ჯიში გენეტიკური თავისებურებით განპირობებული ორგანიზმია, რომელიც ამა თუ იმ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ავლენს მისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს, რაც ვლინდება მიღებული პროდუქტის რაოდენობასა და ხარისხში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სელექციონერები გამუდმებით ცდილობენ, საუკეთესო მცენარეთა გამორჩევის და გამრავლების გზით, ისეთი მცენარის ჯიშის მიიღონ, რომელიც სრულად უპასუხებს მის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, ამასთან, არსებულ ჯიშებთან შედარებით იქმნება ახალი, განსხვავებული სახეობები.
მაგალითად, სტაფილო ყოველთვის ნარინჯისფერი იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ამ ბოსტნეულის ცისარტყელას ფერების მისაღებად, აგრონომიის ფრანგული კვლევითი ცენტრის „Vegepolys“-ის ექსპერტებმა სტაფილოს უძველეს ნაირსახეობებზე ცდების ჩატარება დაიწყეს. შედეგად კი, სხვებისგან დავიწყებული და უფრო გამძლე სახეობების შეჯვარებით (100%-ით ბუნებრივ ტექნოლოგია), სტაფილოს ფერადი და ადვილად მოსავლელი ჯიშები გამოიყვანეს. ახალგამოყვანილ ბოსტნეულს, დიდი ალბათობით, კულინარიაში აქტიური გამოყენება სალათებისა და სუფრაზე მზა კერძების გასაფორმებლად ექნება.