საზოგადოება
15.06.2021 13:09
სოფელ ქორდში მალე ახალგაზრდული სივრცე გაიხსნება
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ქორდში მალე ახალგაზრდული სივრცე გაიხსნება, სადაც სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული აქტივობების განხორციელება იქნება შესაძლებელი. დაწესებულებაში მოეწყობა კინოფილმების ჩვენება, გაიმართება დისკუსიები და ასე შემდეგ. სივრცე აღჭურვილი იქნება კომპიუტერული ტექნიკითა და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტი.
„საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ქორდში ახალგაზრდული სივრცის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის წარმომადგენლებმა, ქორდში, კამპანია „ეს ქვეყანა შენია“-ს ფარგლებში მომზადებული მასალები ჩაიტანეს. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდული სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის დროს სოფლებში ახალგაზრდული სივცეების საჭიროება გამოიკვეთა. სწორედ ამ მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრდულ სააგენტოსთან ერთად, ქორდში სამოდელო სივრცის შექმნა გადაწყვიტა. გამოიყო შენობა და ამ ეტაპზე თავად ახალგაზრდების მიერ მიმდინარეობს კედლების მოხატვა. ახალგაზრდული სივრცე აღიჭურვება საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით. კონფლიქტისპირა სოფელში ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მიღებისა და თავშყრისთვის სულ მალე კომფორტული სივრცე ექნებათ“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
 
 
 
კვირის ამბები