საზოგადოება
15.06.2021 12:27
ზაფხულის პერიდოში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტი უნდა აიცრას - ამირან გამყრელიძე

იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს, ზაფხულის პერიდოში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტი უნდა აიცრას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის ოფიცრები ივლიან სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში და მსურველებს აცრის ვიზიტის დაჯავშნაში დაეხმარებიან.

„ზაფხულში უნდა ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ უსაფრთხოდ შევხვდეთ სწავლის დაწყებას. ანუ, ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები