საზოგადოება
15.06.2021 11:21
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნი ვებ-გვერდზე - Stopcov.ge - გამოქვეყნდა.

Stopcov.ge-ს ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 355 368-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 775 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 341 103-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 083 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 586 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 131, ქვემო ქართლი - 81, შიდა ქართლი - 58, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 156, საიდანაც 3 059 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 677, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 191 პირი.

კვირის ამბები