ზაზა გახელაძის დაკავებიდან და ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობიდან 346 დღე გავიდა. გახელაძის ოჯახის წევრები დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდნენ, სადაც სასმელი წყლის სისტემის პროექტის გახსნაზე საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
,,11 ივლისს ერთი წელი გახდება ზაზას უკანონო დაკავებიდან და პატიმრობიდან. დღეს 346-ე დღეა. 23 ივნისს 34 წლის ხდება, დღეს გადავწყვიტეთ, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით - აშშ-ის ელჩს შვხვედროდით და დახმარება გვეთხოვა. თუ ზაზას დაბადების დღემდე კიდევ ვერ მოხერხდება ქმედითი ზომების მიღება და მისი გათავისუფლება ან გათავისუფლებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, 23-დან სხვა ზომებს მივიღებთ, - განაცხადა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.
„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მიმართ.
უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და უნდა შეცვალოს მიერ მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება,“- განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.