საზოგადოება
14.06.2021 15:54
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს.

სსე-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის შეფერხება ელექტროგადამცემი ხაზების ავარიულად გამორთვამ გამოიწვია.

„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური ,,ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, - ნათქვამია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ განცხადებაში.

კვირის ამბები