გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა 19 ივნისს ჩანიშნული სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ძვირფასო მაყურებლებო, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 19 ივნისს ჩანიშნული სპექტაკლი „სიყვარული შობს სიყვარულს“ დროებით მოიხსნა განრიგიდან. განრიგში სხვა ცვლილებების შემთხვევაში წინასწარ შეგატყობინებთ.
ბილეთების დაბრუნება შეგიძლიათ თეატრის სალაროში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გორის თეატრის მსახიობს, კობა კოპაძეს კოვიდ19 დაუდასტურდა, რის გამოც 12 და 13 ივნისს, რეპერტუარიდან თოჯინური სპექტაკლის -„მზის სხივი“ ჩვენებაც მოიხსნა სადაც მსახიობი მონაწილეობდა.
როგორც GMnews-ს თეატრში განუცხადეს, კორონავირუსზე ყველა თანამშრომელი უკვე გაიტესტა. სხვა სპექტაკლების ჩატარების საკითხი სწორედ პასუხების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.