საზოგადოება
13.11.2019 13:28
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება, სადაც მღვდელმსახურები წამებული წმინდანების სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდიან. ძირითადი ღონისძიებები კი, მეტეხის ხიდზე გაიმართება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო პარაკლისს აღავლენს. პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან.
100 000 ქართველი ჯალალ ედ-ინის ბრძანებით, სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო კი, 100 000 ქართველს თავი მოჰკვეთეს და გვამები მტკვარში გადაყარეს.
კვირის ამბები