მთელი ქვეყნის მასშტაბით მშვიდდება ეპიდსიტუაცია და მისი ყველა პარამეტრი, მათ შორის ინციდენტობისა და ახალ შემთხვევათა მაჩვენებელი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის ინფორმაციით, თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და არ აიცრება, შესაძლოა ველოდოთ ვირუსის მეოთხე ტალღას.
„მნიშვნელოვანია, რომ უკვე ბევრ ტურისტს ვხედავთ ქუჩაში, თანდათან ქვეყნის ეკონომიკა იხსნება და ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ უკვე მთლიანად ქვეყანაში, ეპიდსიტუცია მშვიდდება, მაგრამ მთავარი საკითხი არის აცრების ინტენსიფიცირება, რამეთუ პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ აცრებზე. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის 1 700 000 ადამიანის აცრა. ივლისიდან ჩვენ მზადყოფნა უნდა გვქონდეს, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად ჩატარდეს 20 000-დან 25 000-მდე აცრა. თუ მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს და არ აიცრება, შესაძლოა ველოდოთ ვირუსის მეოთხე ტალღას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.