საზოგადოება
11.06.2021 13:23
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით გრანტები გადაეცემათ
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 185 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტი გადაეცემა.
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
როგორც GMnwes-სთვის გახდა ცნობილი,185 დაბრუნებული მიგრანტი, რომელიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებს, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად უკვე შეარჩია. გრანტის მაქსიმალური ოდენობა კი, 4000 ლარს შეადგენს.
კვირის ამბები