საზოგადოება
11.06.2021 12:22
გორში ავტომობილების პარკირების საშვის შეძენის წესი შეიცვალა

გაცნობებთ, რომ შეიცვალა პარკირების საშვის შეძენის მეთოდი, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, საშვის შეძენის დროს, პირმა უნდა მიუთითოს იმ მოქალაქის პირადი ნომერი, ვის სახელზეც არის ავტომობილი რეგისტრირებული.

„გორის საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების რეგულირების წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე. შესაბამისად, ყველა მძღოლი ვალდებულია შეიძინოს პარკირების საშვი. ამიერიდან, პარკირების საშვის შეძენის მეთოდი შეიცვალა და სავალდებულო გახდა ავტომობილის მფლობელის პირადი ნომრის მითითება, ანუ საშვის შეძენის დროს, პირმა უნდა მიუთითოს იმ მოქალაქის პირადი ნომერი, ვის სახელზეც არის ავტომობილი რეგისტრირებული“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში.

 შეგახსენებთ, რომ საშვის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის და საქართველოს ბანკის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს

კვირის ამბები