დევნილ მეწარმეებსა და ეკომიგრანტებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ
დევნილ მეწარმეებსა და ეკომიგრანტებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცემათ. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. უწყებამ, პროექტის განხორციელების აღნიშნულ ეტაპზე, გრანტის სახით ფულადი თანხა 29 დევნილ მეწარმესა და ეკომიგრანტ ბენეფიციარს გადასცა.
„დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკისა და დანადგარების შესაძენად, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ და მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულება აიღეს.
გამარჯვებულები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. ჩვენი უწყება მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს“, - აცხადებენ სააგენტოში.