ბოლო 24 საათში საქართველოში 37 842 კვლევა ჩატარდა ტესტით, რის შედეგადაც
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 695 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 352 649-ს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 012 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 64, შიდა ქართლი - 26, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 791 საიდანაც მძიმე პაციენტია 688 პირი.