ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ნახვა თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი არის ვითარება, მათ შორის, ჰუმანიტარული მიმართულებით. სამწუხაროდ, მე აქ ვნახე დანგრეული ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტადმყოფმა ლიეტუვას პრეზიდენტმა გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი სწორედ საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობით დაიწყო.
„ჩვენ აქ იმის სათქმელად მოვედით, რომ ლიეტუვა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმის ნახვა თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი არის ვითარება, მათ შორის, ჰუმანიტარული მიმართულებით. სამწუხაროდ, მე აქ ვნახე დანგრეული ცხოვრება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკოსების გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგია, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის და ამ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა. მე აქ დავინახე, რომ ადამიანები მოკლებულნი არიან შესაძლებლობებს, მათ არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პენსია ან ჰქონდეთ წყალმომარაგება, წვდომა სკოლებთან შეზღუდული და გართულებულია. ჩემი უკანასკნელი კითხვა ადგილობრივებთან საუბრისას იყო თუ რაზე ოცნებობენ ისინი და იცით რა იყო მათი პასუხი?! ისინი ოცნებობენ სახლში დაბრუნებაზე. ისინი ოცნებობებენ მათ სახლებზე. ეს არის მიზეზი, რატომ უნდა ვიბრძოლოთ ამ ადამიანებისთვის შესაძლებლობების შესაქმნელად, რათა მათი ოცნება ახდეს და მათ შეძლონ საკუთარ სახლებში დაბრუნება. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ჩავდოთ ყველანაირი ძალისხმევა, რომ წამოვწიოთ ეს საკითხი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, კონფერენციებზე რომ ეს პრობლემა გადაწყვეტილი არ არის და აღნიშნული ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ შევცვალოთ არსებული ვითარება და ვიბრძოლოთ ამ ადამიანებისთვის“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.