საზოგადოება
10.06.2021 16:09
ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება
ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. როგორც ადგილოვრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 480 420 ლარია.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა სადაწნეო კოშკი და საქლორატორო. რეაბილიტაცია ასევე ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებს, მოეწყობა შიდა ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
როგორც GMnwes-სთვის ცნობილია, ამჟამად, სოფელში მცხოვრებ 950 - მდე ოჯახს სასმელი წყლის ამორტიზებული სისტემა ემსახურება, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი, ხშირად, სასმელი წყლის მიწოდების გარეშე რჩება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივები სასმელ წყალს უწყვეტად, 24 საათიან რეჟიმში მიიღებენ.
კვირის ამბები