ატენის თემში სოფლის განვითარების მიზნით განხორციელებულ საპილოტე პროექტებს შიდა ქართლის სახელმწიფრო რწმუნებული, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად გაეცნო. ვალერიან მჭედლიძემ და კონსტანტინე თავზარაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებისგან ზემოხსენებული პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და ბენეფიციარებს შეხვდნენ.
,,ფლევისა და ატენის თემში მიმდინარეობს FAO-ს დაფინანსებით საკმაოდ კარგი პროექტი, რომელიც საჯარო სექტორისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. პროექტი კვლავ გრძელდება და მოვუწოდებ მოსახლეობას თანამშრომლობისკენ. უდვოა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა ხელს უწყობს საერთო მიზნების დროულ და ეფექტურ განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ FAO-ს გრანტების პროგრამით უკვე ათეულობით ადგილობრივმა ისარგებლა, რამაც ხელი შეუწყო მათ ეკონმიკურ თუ პროფესიულ გაძლიერებას“,- აღნიშნა რწმუნებულმა.
როგორც GMnwes-სთვის ცნობილია, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), უკვე ორი წელია, ატენისა და ფლევის თემებში სოფლის განვითარების მიზნით საპილოტე პროექტებს ახორციელებს. საგრანტო პროეტების ფარგლებში ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ განავითარონ წარმოება. საგრანტო კონკურსი, ამჯერად, ადგილობრივი მეღვინეებისთვის ღვინის ფერმენტაციისთვის საჭირო აღჭურვილობის და ინსტრუმენტების შესაძენად გამოცხადდა.
გარდა ინდივიდუალური პროექტებისა, განხორციელდა საერთო სარგებლობის პროექტებიც, როგორცაა ამბულატორიის სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა, სარწყავი სისტემების მოწყობა და საშემსრულებლო სივრცის რეაბილიტაცია.