ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე საგანში ტესტირების ხანგრძლივობა შემცირდა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა.
სოფიო გორგოძემ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზიც განმარტა.
„ცვლილება არ შეხებია შინაარსს, მინიმალური ბარიერები, თვითონ ტესტის ფორმატი - ეს ყველაფერი არის უცვლელი. შეიცვალა მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა რამდენიმე საგანში. ეს დრო ნახევარი საათით შემცირდა. ჩვენ ხშირად ვისმენდით პრეტენზიებს მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისგან, რომ საგამოცდო დრო საკმაოდ ხანგრძლივი იყო, თუმცა ამ პერიოდში, ვინაიდან კოვიდპანდემია იყო, ყველა ტესტის შემცირება ვერ მოხერხდა. იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად ტესტის ფორმატის შეცვლასაც გამოიწვევდა“, - აღნიშნა გორგოძემ.
ცნობისთვის, საგამოცდო დროის ცვლილება მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და მასწავლებლებისთვის პრაქტიკულად ყველა ტესტს შეეხო.