საზოგადოება
10.06.2021 11:01
„სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

„სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო. უშულოდ ვაქცინაციის პროცესი კი ხვალიდან დაიწყება.

„გორმედის“ აცრის კაბინეტის ხვალინდელი დღის წესრიგიუკვე განსაზღვრულია და ყველა ადგილი დაჯავნილია, ჯავშანი, ასევე, გაკეთებულია მომდევნო დღეებზეც.

როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროტოკოლი მოითხოვს, სრული ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა. „სინოვაკი“ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში „სინოვაკის“ პირველი დოზით 17 199 მოქალაქე აიცრა.

რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე  შეგიძლიათ.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის მასშტაბით, „სინოვაკით“ ვაქცინაცია ხუთ კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის, ორი - გორში, ერთი - კასპში, ერთი - ქარელში და ერთიც - ხაშურში.

კვირის ამბები