საზოგადოება
09.06.2021 21:41
კოვიდი მარტივად არ დამთავრდება, დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები ყოველწლიურად დაგვჭირდება - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს. ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება მესამე დოზა.

„მსოფლიოში ბევრი საერთაშორისო სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს ბუსტერ დოზებთან მიმართებაში და დიდი ალბათობით, მესამე ბუსტერ დოზა ალბათ საჭირო იქნება. არის შეხედულება, რომ კორონავირუსული ინფექცია შესაძლოა, იქცეს სეზონურ ინფექციად, რომელსაც დასჭირდება ყოველწლიურად თითო ინექცია ისევე, როგორც გრიპის დროს. ამ ეტაპზე ორჯერადად აცრილ ადამიანებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩურდებათ მათ იმუნიტეტი. უმრავლესობა ფიქრობს, რომ მესამე, იგივე ბუსტერ დოზა უმრავლეს ვაქცინებზე საჭირო გახდება. ჩემი პირადი მოსაზრება გახლავთ ის, რომ ალბათ, ჩვენ დაგვჭირდება მესამე დოზა, რომ უფრო მყარი ხელოვნური იმუნიტეტი შეიქმნას მოსახლეობაში. საერთაშორისო და მსოფლიო მეცნიერება ფიქრობს იმას, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება კოვიდი და სანამ ბუნებრივად არ მოხდება ვირუსის ვირულენტობის ისე შემცირება, რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს, ჩვენ, დიდი ალბათობით, კოვიდსაწინააღმდეგო აცრები დაგვჭირდება ყოველწლიურად“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები