საზოგადოება
09.06.2021 14:54
საკოორდინაციო საბჭოს ე.წ კომენდანტის საათის მოხსნაზე რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ მივცემთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს ე.წ კომენდანტის საათის მოხსნაზე რეკომენდაციას ამ ეტაპზე ვერ მისცემს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ე.წ კომენდანტის საათთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„მიუხედავად იმისა, რომ  ინფიცირების მაჩვენებელიყოველდღიური მცირდება, 17 მაისის შემდეგ, მაინც რამოდენიმე ასეულის ფარგლებშია და ამიტომ, ჯერჯერობით ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ მისცემს რეკომენდაციას, თუმცა გიდასტურებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე ამაზე მსჯელობა მიდის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კვირის ამბები