გორის მუნიციპალიტეტში, გორი-ერგნეთის საავტომობილო გზის კარალეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულთაგან ერთი, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა. ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც სხეულის დაჟეჟილობა და თავის ტვინის შერყევა აღენიშნება, მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც სტაციონარული მკურნალობა უტარდება. მაისურაძის განცხადებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ავარია სოფელ კარალეთთან მოხდა, ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრაბსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება