საზოგადოება
09.06.2021 12:25
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 351 249-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 31 პაციენტი ემსხვერპლა და კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4 982-მდე გაიზარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 439 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 86, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 346, საიდანაც მძიმე პაციენტია 708 პირი.

კვირის ამბები