კულტურა
13.11.2019 13:03
ფილმი ,,შინდისი'' ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა

ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს ,,შინდისი’’ გადაეცა. დიმიტრი ცინცაძე კი, საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.
„შინდისის“ პრემიერა 2019 წლის აგვისტოში, ომიდან 11 წლისთავზე გაიმართა. ევროპული პრემიერა კი, 11 ოქტომბერს, ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
,,შინდისი" საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.

 

კვირის ამბები