ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უნგრეთში, ოქროს მედალი მოიპოვა 73 კგ. წონით კატეგორიაში და გახდა ერთადერთი, ქართული ძიუდოს ისტორიაში, რომელსაც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუპოვებია.
შეგახსენებთ, რომ ლაშამ 2012 წელს - ოლიმპიური თამაშები მოიგო, 2013 წელს -ევროპის ჩემპიონატი და ახლა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
უნგრეთში გამართულ ჩემპიონატზე მან ფინალამდე 5 შეხვედრაში გაიმარჯვა. ფინალში კი შვედი თომას მაციაში დაამარცხა, მოწინააღმდეგის სამი გაფრთხილების ხარჯზე.
შავდათუაშვილი, გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი ანზორ თენაძე გახლავთ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი გორელი ძიუდოისტი იასპარეზებს - 10 ივნისს, უნგრეთის ტატამზე ბექა ღვინიაშვილი გამოვა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი