საზოგადოება
08.06.2021 14:23
სოფლის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახური საველე ლაბორატორიული აღჭურვილობითა და ციფრული ტექნიკით აღიჭურვა
სოფლის განვითარების სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახური საველე ლაბორატორიული აღჭურვილობითა და ციფრული ტექნიკით აღიჭურვა.
სპეციალური ინვენტარი, რომელითაც ნიადაგის, მცენარისა და წყლის მიკრო და მაკრო პარამეტრების გაზომვაა შესაძლებელი, სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო მუნიციპალურმა ცენტრებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის - „ზრდა საქართველოში“ ფარგლებში მიიღეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დარგის სპეციალისტებს უკვე აქვთ საშუალება, ზემოხსენებული აღჭურვილობის მეშვეობით მოახდინონ ტესტირება და იმ პრობლემების იდენიფიცირება, რაც ფერმერებს აქვთ.
„პროექტის „ზრდა საქართველოში“ გადმოცემული ლაბორატორიული აღჭურვილობა და ციფრული ტექნიკა სოფლის განვითარების სააგენტოს საექსტენციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ჩვენი პრიორიტეტია, სწრაფად და ეფექტიანად შევძლოთ დავეხმაროთ ფერმერებს გამოწვევების დაძლევაში, რისთვისაც საჭიროა, რომ ფერმერულ მეურნეობებში, ადგილზევე მოხდეს სრულყოფილი აგროკონსულტაციის გაწევა“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცულაიამ.
შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურთან ერთად, საველე ლაბორატორიით და ციფრული ტექნიკით ასევე აღიჭურვა სოფლის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურებიც.
კვირის ამბები