ახალი ტურისტული მარშრუტების დასადგენად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ტურისტული პოტენციალის შესწავლა დაიწყო
ახალი ტურისტული მარშრუტების დადგენის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ტურისტული პოტენციალის შესწავლა დაიწყო. როგორც გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში აცხადებენ, ტურიზმის განყოფილებამ უკვე შექმნა რამდენიმე სამუშაო ჯგუფი ექსპედიციის სახით.
„ტურისტული პოტენციალის შემსწავლელი ექსპედიციის წევრების შეხვედრა უკვე მოეწყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან, მეჯვრისხევის მაჟორიტარ დეპუტატთან ასმათ ტალახაძესთან, სადაც დეტალურად იქნა განხილული სამუშაო გეგმა და კითხვარი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სოფლების ტურისტული გზამკვლევები. კვლევის შედეგები გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი გახდება გორში ჩამოსული ტურისტებისთვის, რაც დაინტერესებული ვიზიტორებისთვის ჩვენი მუნიციპალიტეტის გაცნობის პროცესს გაამარტივებს,“ - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებაში.