საზოგადოება
08.06.2021 10:59
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, ვირუსით ინფიცირების 1 023 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350 428-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 510 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 029-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 951 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 90, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 30, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 54, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 422 საიდანაც, 3 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

კვირის ამბები