საზოგადოება
07.06.2021 13:49
მერია მზადაა ახალგაზრდების განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები დააფინანსოს - კონსტანტინე თავზარაშვილი
გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეიქმნილი „ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბის წევრები შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, ვალერიან მჭედლიძეს და გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა
ყველა იმ კითხვას უპასუხეს, რაც ახალგაზრდებისთვის საინტერესო იყო და სამომავლო თანამშრომლობას დაპირდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც მუნიციპალიტეტში მიმდინარე ტურისტულ, ასევე, ახალგაზრდულ, ინფრასტრუქტურულ და აგრო პროექტებს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა ახალგაზრდებთან. მათთან საუბარი ყოველთვის ნაყოფიერი და განსაკუთრებული ემოციებითაა დატვირთული. ვფიქრობ, აუცილებელია მათი ჩართულობა სხვადასხვა პროექტებში და ჩვენ ამისთვის ყოველთვის მზად ვართ. გორის მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურად ცდილობს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და მზადაა, მათ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დასაფინანსებლად“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგკონსტანტინე თავზარაშვილმა.
„ახალგაზრდა პოლიტიკოსთა კლუბის“ წევრებისთვის, ასევე, დაგეგმილია ტრენინგები სხვადასხვა თემატიკით, გასვლითი აქტივობები, კინოჩვენება-დისკუსიები, შეხვედრები პოლიტიკოსებთან და საჯარო მოხელეებთან.
პროექტის ფარგლებში, 30 - ზე მეტი ახალგაზრდა გაეცნობა საქართველოში პოლიტიკურ იდეოლოგიებს, დაბატების ტექნიკას, ადვოკატირებას, გენდერის საკითხებს, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო და საარჩევნო პროცესებში, დაგეგმილია ვიზიტი საქართველოს პარლამენტში და სხვადასხვა პოლიტოკოსთან თუ საჯარო მოხელესთან შეხვედრა.
კვირის ამბები