საზოგადოება
07.06.2021 12:30
2021-2022 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების გადანაწილების პროცესი დაიწყო

2021-2022 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების გადანაწილების პროცესი დაიწყო. შესაბამისი ოდენობის წიგნები უკვე შეტანილია ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში და ამ დროისთვის, ცალკეულ სკოლებზე გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, პროტოკოლის მიხედვით, წიგნები სკოლებს გადაეცემა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე თითოეულ მოსწავლეზე გაცემას უკვე სკოლა უზრუნველყოფს.

„მომავალი სასწავლო წლისთვის მზადება უკვე დაწყებულია. რესურსცენტრში უკვე შემოტანილია შესაბამისი ოდენობის სახელმძღვანელოები და ამ ეტაპზე, სკოლებზე გადანაწილება მიმდინარეობს. საჯარო სკოლებისთვის წიგნების გადაცემა დღეს დაიწყება, სასწავლო წლის დაწყებამდე კი, თავად საჯარო სკოლები უზრუნველყოფენ სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდებას“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

 

კვირის ამბები