დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 130 ოჯახს შეუსყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სოფლად სახლს კიდევ 130 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს შეუსყიდის. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მუშაობს. ამასთან, სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
„ამ ეტაპზე, კიდევ 130 დევნილ ოჯახს შევუსყიდით სოფლად სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ. დევნილები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ”, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
GMnews-ის ინფორმაციით, გასულ წელს, სააგენტომ სოფლად სახლი, ჯამში, 1100-მდე დევნილ ოჯახს უკვე შეუძინა.