სამართალი
06.06.2021 11:59
ავტობანის იგოეთი-გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-გორის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
„გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულ ოთხივე პაციენტს სტაციონარული მკურნალობა უტარდება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
კვირის ამბები