მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ,,ქართული ოცნება“, დავტოვო ასევე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია, დავტოვო ბიუროს წევრობა და შევუერთდე გუნდს, რომელსაც გააჩნია სრულიად განსხვავებული და ახალი დღის წესრიგი, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ,,ქართული ოცნებიდან“ მამუკა ფანიაშვილმა განაცხადა.
,,მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ,,ქართული ოცნება“, დავტოვო ასევე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია, დავტოვო ბიუროს წევრობა და შევუერთდე გუნდს, რომელსაც გააჩნია სრულიად განსხვავებული და ახალი დღის წესრიგი, ეს არის გიორგი გახარია და მისი გუნდი და მათთან ერთად ვიბრძოლო როგორც მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში, ისევე, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი დღისთვის. ძირითადი, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ დღეს ჩვენი საზოგადოება არის პოლარიზებული, ერთ მხარეს ვხედავთ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ფილიალებით, რომელთა ყოველდღიური საზრუნავი არის ხელისუფლებაში დაბრუნება ნებისმიერ ფასად და ამისთვის არ ერიდებიან არც ქვეყნის გადატრიალებას, არც რევოლუციას და ნებისმიერ გზას, ხოლო მეორე მხრეს ჩვენ ვხედავთ ,,ქართულ ოცნებას“, რომელიც წამოგებული არის ამ დღის წესრიგზე და მათი ყოველდღიური საზრუნავი არის ხელისუფლების და ძალაუფლების შენარჩუნება ასევე, ხაზს გავუსვამ - ნებისმიერ ფასად. შესაბამისად, ქვეყანა, მისი მთავარი ინტერესები და მისი მოქალაქეები რჩებიან ყოველდღიური ზრუნვისა და მეთვალყურეობის გარეშე და ქვეყანა ბრუნავს ერთ წრეზე, ჩაკეტილ წრეზე, რაც ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს არ მოუტანს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ შევუერთდე გუნდს, რომელსაც აქვს განსხვავებული დღის წესრიგი, რომელიც არ უპირისპირდება კონკრეტულ პერსონალიებს და უპირისპირდება მხოლოდ იმ გამოწვევებს, რომელიც არის ქვეყანაში და რომლის მიზანიც არის, რომ ქვეყანა გახდეს უკეთესი“, - განაცხადა მამუკა ფანიაშვილმა.
ფანიაშვილი განცხადებით, ყოფილი პრემიერის გუნდს, სავარაუდოდ, საკრებულოს სხვა წევრებიც შეუერთდებიან.
,,თანამოაზრეები გვყავს, მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი მათი გადაწყვეტილების შესახებ. ვაპირებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შევქმნათ ფრაქცია გიორგი გახარიას პარტიის სახელით“, - აცხადებს ფანიაშვილი.