როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, მერე ჩვენც შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთ დავიწყოთ გამოყენება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 18 წლის ზემოთ პირებისთვის დაშვებული იქნება ნებისმიერი ვაქცინით აცრა.
„შეზღუდვა უკვე აღარ იქნება და ნებისმიერი ვაქცინა იქნება 18 წლის ზემოთ ყველასთვის. იმ ვაქცინებზე, რომელზეც დაიშვება დაბალი ასაკი, საქართველოც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ბავშვებში, ჯერჯერობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუშვეს ,,ფაიქზერის“ გამოყენება 12 წლის ზემოთ, ასევე კანადამ, სამი დღის წინ ჩაერთო იტალიაც და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთ ჩვენც დავიწყოთ ვაქცინის გამოყენება. ასევე, შესაბამისი კვლევები მიდის 12 წლის ასაკის ზემოთ ჩინურ ვაქცინებზე, ასევე, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნაზეც“. მოგეხსენებათ, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიდის, მაგრამ ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან, ამიტომ, თუ მარეგულირებლები მისცემენ დასტურს, საქართველოც მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.