გორის მერმა მუნიციპალიტეტში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხუთ თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. კონსტანტინე თავზარაშვილმა ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეებს დასრულებულთან ერთად, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.
ღონისძიება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) გორის დემოკრატიის სკოლის ინიციატივით მოეწყო.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ მოსახლეობის უწყვეტი ინფორმირება. მოგეხსენებათ, გორის მერია ღია უწყებაა და ყოველთვის მზადაა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობისთვის. მიხარია რომ მსგავსი სახის შეხვედრებმა ტრადიციული ხასიათი მიიღო. მადლობა გორის დემოკრატიის სკოლას ამ შესაძლებლობისთვის.“ - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.