საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 347 762-ს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 959 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 331 680-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 876 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 779 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 401 შემთხვევა, აჭარა - 69, იმერეთი - 66, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 24, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 69, კახეთი - 37, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 24, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 180, საიდანაც 3 516 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.