საზოგადოება
13.11.2019 12:13
საქართველოს განათლების მინისტრის პორტფელი მიხეილ ჩხენკელმა უკვე მეორედ ჩაიბარა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა ბრძანებას მთავრობის ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ ხელი უკვე მოაწერა.

მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის - საპროფესორო ოსკარი და პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის.

2016 წლის პირველ ნოემბერს მიხეილ ჩხენკელი ი. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის პრორექტორად დაინიშნა. 2017 წელის ნოემბრიდან, 2018 წლის ივლისამდე კი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს იკავებდა.

კვირის ამბები