ტურიზმი
03.06.2021 18:24
2021 წლის 1-ლი მარტიდან 3 ივნისამდე პერიოდში გორის მუნიციპალიტეტს 15 290 ვიზიტორი სტუმრობდა

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს  ტურიზმის განყოფილების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტს, 2021 წლის 1-ლი მარტიდან 3 ივნისამდე პერიოდში 15 290 ვიზიტორი სტუმრობდა.

მარტში - 1 654, აპრილში - 4 079 და მაისში დაფიქსირდა 9 557 პირი.

ტურიზმის განყოფილების ინფორმაციითვე, ვიზიტორთანაგან უმრავლესობა - 10 574 ვიზიტორი უცხოელი ტურისტია.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპზე, 1-ლი მარტიდან, მუზეუმებმა ფუნქციონირება განაახლეს.

კვირის ამბები