გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგები პოლონეთში გადამზადდებიან
სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე პედაგოგების გადამზადების პროგრამაზე სასაუბროდ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ოჟიშის მუნიციპალიტეტის მერს, ზბიგნევ ვლოდკოვსკისა და პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ოჟიშის მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, გორის მერთან და მერიის ა (ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, პროგრამის დეტალებსა და მისი განხორციელების გზებზე იმსჯელეს. სპეციალურად გადამზადებული პედაგოგები გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში იმუშავებენ.
პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტთან გორის მერიას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის ფარგლებშიც 18 წლამდე ასაკის სპორტსმენების გაცვლითი პროგრამა უკვე განხორციელდა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
პოლონეთის დელეგაციის წევრებმა გორის მერთან შეხვედრის შემდეგ, გორში არსებული მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.