ტოკიოში, სადაც 23 ივლისს ერთი წლით გადადებული ოლიმპიადა უნდა დაიწყოს, კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა დაიწყო და 20 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
იაპონელების დიდ ნაწილს ოლიმპიადის კიდევ ერთი წლით გადადება სურს, თუმცა, ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი სეიკო ჰაშიმოტო ოლიმპიადის კვლავ გადადებას გამორიცხავს.
კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის გამო იაპონიაში საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, რასაც ემატება ვაქცინაციის დაბალი ტემპიც.
შეგახსენებთ, 2020 წელს გასამართი მთავარი სპორტული ღონისძიება პანდემიის გამო შარშან ერთი წლით გადაიდო. ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, ხოლო პარაოლიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი