საფრანგეთში 12-18 წლის პირების ვაქცინაცია 15 ივნისიდან დაიწყება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მითითებული ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაციის პირობები უახლოეს დღეებში დაზუსტდება.
„გადაწყვეტილება მივიღეთ, 15 ივნისიდან მოზარდების ვაქცინაცია დავიწყოთ. 15 ივნისიდან 12-18 წლის ასაკის პირებს ვაქცინაციის გავლის უფლება ექნებათ“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების პროტოკოლი უკვე შეიმუშავა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცვინაციის პროტოკოლი იგივეაა, რაც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რაც ვაქცინის ორი დოზის მიღებას გულისხმობს.
ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება 31 მაისს დაამტკიცა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება