სამართალი
02.06.2021 19:45
ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის გოგონა, რომელსაც ოჯახი 2 დღის განმავლობაში ეძებდა, იპოვეს

სოფელ ტინისხიდში მცხოვრები არასრულწყოვანი გოგონა, რომელსაც ოჯახის წევრები 31 მაისის შემდეგ ეძებდნენ, იპოვეს. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.  

მოზარდის ახლობლების ინფორმაციით, სოფელ ტინისხიდში მცხოვრები 14 წლის გოგონა 31 მაისს, გორში, წმინდაწყლის დასახლების ტერიტორიიდან გაუჩინარდა. რაც შეეხება თ.ლ-ს გაუჩინარების ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ცნობილი ჯერ არ არის.

მოზარდის ახლობლების ინფორმაციით, გოგონას გაუჩინარების შესახებ პოლიციას ოჯახმა დღეს აცნობა.

კვირის ამბები